12:17 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის თაობაზე ინფორმაციას ასაჯაროებს

აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის თაობაზე ინფორმაციას ასაჯაროებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აჭარის მთავრობა ასაჯაროებს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის თაობაზე.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება დეზინფორმაცია და ადგილი აქვს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინონ აჭარის მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მიმართ სოციალური თუ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით გაცემული კომპენსაციების და დახმარებების დისკრედიტაცია.

 

ბოლო 2 წლის განმავლობაში მოქალაქეთა დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გაცემულია დახმარება 600-ზე მეტ მოქალაქეზე, დაფინანსდა მედიკამენტები, ქირურგიული ოპერაციები, გაიცა კომპენსაციები სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ.

 

სარეზერვო ფონდის საშუალებით გადარჩა ასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ათობითოჯახს შეექმნა ცხოვრების ადამიანური პირობები, ჩვენს მოქალაქეებს მოუგვარდათ უმწვავესი
სოციალური პრობლემები. ოპონენტების მცდელობას ჩრდილი მიაყენონ მთავრობის გადაწყვეტილებებს, დარჩება წარუმატებელი.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით დახმარება გაიცემა სტანდარტული პროცედურის შესაბამისად.

 

აჭარის მთავრობის აპარატში 2020 წლის მარტის თვეში შემოვიდა მოქალაქეების მ.ქ და ნ.ფ წერილები, სადაც აღწერილი იყო განმცხადებლების ოჯახების სიდუხჭირე, მედიკამენტების საჭიროება და ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო სოციალურად დაუცველობით (სოციალური ქულა 63 080) ოჯახის წევრების უმუშევრობით. განმცხადებლები, მთავრობისგან მოითხოვდნენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას (იხილეთ განცხადებები პერსონალური მონაცემთა დაცვის იდენტიფიცირების გარეშე).

 

მოქალაქეთა წერილები გადაეგზავნა უფლებამოსილ უწყებებს და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა აღნიშნული ერთჯერადი სოციალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით (2020 წლის 19 მარტს და 2020 წლის 24 მარტს).

 

საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე
18-ე მუხლის თანახმად მთავრობის თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს
რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა.

ხმაურიანი დაპირისპირება ბათუმში - ქრონოლოგია
2020-05-27ხმაურიანი დაპირისპირება ბათუმში - ქრონოლოგია

საგულისხმოა, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ ანგარიში ყოველწლიურად ეგზავნება
აჭარის უმაღლეს საბჭოს, განკარგვის პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა დეპუტატს და
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს“, – ნათქვამი განაცხადებაში.

 

აღნიშნულ საკითხზე დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ოფისში გიორგი დიასამიძემ ბრიფინგი გამართა.

 

გიორგი დიასამის განცხადებით, „სოციალური დახმარების“ გადარიცხვები მოხდა მთავრობის ფონდიდან და ადრესატები არასოდეს ყოფილან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში.

 

„გადარიცხვები მოხდა პანდემიის დროს, როცა ათასობით ჩვენმა მოქალაქემ დაკარგა საარსებო წყარო და მთავრობას პრაქტიკულად დღემდე არაფერი გაუკეთებია მათ დასახმარებლად.

 

მოვითხოვთ, სრულ ანგარიშს კარანტინის დროს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ და მოვუწოდებთ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, ვისი სოციალური მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, მიმართონ აჭარის მთავრობას ასეთივე დახმარების მიღების მიზნით“, -განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2000-2000 ლარი გადაერიცხათ დაკავებული სპორტსმენების ოჯახებს, რომლებიც აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამამ არჩევნებში დახმარება სთხოვა.

ავტორი: Prime Time

X