18:47 | 2021-10-09 ავტორი: Prime Time

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი: 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში, მაქსიმუმი გააკეთეს, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი: 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში, მაქსიმუმი გააკეთეს, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის ჯუმბერ ბათაძის განცხადებით, ბათუმში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

 

როგორც ჯუმბერ ბათაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა. მან მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა.

 

„შეტყობინების შემოსვლისთანავე – დაახლოებით 2 წუთში  იყვნენ  მობილური ჯგუფები ადგილზე, შესწავლილი იქნა არსებული სიტუაცია, რეგიონებდან დამატებით მობილიზებული იქნა მეხანძრე-მაშველები, დაახლოებით 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში სადღეღამისო რეჟიმში, წინასწარ შესწავლილი იქნა ნანგრევებში  მოყოლილი მოქალაქეების ადგილმდებარეობა და წერტილოვნად მიმდინარეობდა მათი აღმოჩენის და სამაშველო ღონისძიებები. სამაშველო  რეჟიმი იყო სადღეღამისო, ჩანაცვლებით. მეხანძრე-მაშველებმა მაქსიმუმი  გააკეთეს,  ყველას მინდა მადლობა ვუთხრა”, – განაცხადა ჯუმბერ ბათაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა

მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს

VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს 

ავტორი: Prime Time

X