
აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას დღეიდან განაახლებს. კვლევის შედეგად, ტელევიზიის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პრევენციის მიზნით, არხის 149 თანამშრომლის ნიმუში გამოიკვლიეს.
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ თანამშრომლებს 12 დღის შემდეგ ტესტირება კვლავ ჩაუტარდებათ. აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო არხმა მაუწყებლობა 5 სექტემბერს შეწყვიტა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1 310-ს შეადგენს.






















