19:21 | 2021-12-06 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ათენში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

ათენში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო რამდენიმე დღე ათენში ორ საეჭვო შემთხვევას იკვლევდნენ. საბოლოოდ კი დადასტურდა, რომ ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ახალ შტამთან, „ომიკრონთან“.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე ინფიცირებული ათენში შემზღუდველი ზომების ამოქმედებამდე შემოვიდა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან.

 

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანთა კონტაქტების მოკვლევა, რომლებსაც „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ჰქონდათ.

 

„პრაიმტაიმის“ ყვლა სიახლე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X