
მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პატრულთან შეკამათების ისტორია გაიხსენა.
„2008 წელს პატრულთან მოგვივიდა შეკამათება. წვეულებიდან როდესაც დავიშალეთ მეგობარი დაჯდა საჭესთან, არც წესებს ვარღვევდით და უცებ გაგვაჩერა პატრულმა და გვეუბნება, რომ მგზავრთა არასწორი გადაყვანის გამო გვაჯარიმებდა. ჩემმა მეგობარმა თხოვა, რომ იქნებ გავეშვით. პატრულმა კი ძალიან ცუდი სიტყვა უწოდა, ჩხუბი ატყდა და ვხედავ, რომ პატრული მუშტს ურტყამს. რა თქმა უნდა დაგვაკავეს. ჯამში ისე მოგვარდა, რომ ერთი ღამე გავატარეთ კაპეზეში“, – განაცხადა ნოდიკომ.
მისი თქმით, კაპეზეში მთელი 6 საათი მღეროდნენ.























