00:56 | 2021-09-25 ავტორი: Prime Time

ატყდა ჩოჩქოლი, თვითმფრინავი მოტრიალდა – რა მოხდა თბილისი-სტამბოლის რეისზე

ატყდა ჩოჩქოლი, თვითმფრინავი მოტრიალდა – რა მოხდა თბილისი-სტამბოლის რეისზე

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, „დიასპორის სახლის” წევრი, ირმა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისი-სტამბოლის რეისზე  კაცი გარდაიცვალა.

 

„პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ცოტა ადრე მომიწია წასვლა…ჩვეულებრივად გამაცილა ჩემმა ხათომ, ჩავჯექი თვითმფრინავში… წავედით…. აფრენიდან 20-25 წუთის მერე ატყდა ჩოჩქოლი, დარბიან სტიურდესები, ვიგრძენი თვიმფრინავი მთლიანად მოტრიალდა და საოცარი სისწრაფით დაშვება დაიწყო… და ცოტა ხანში დაჯდა… ერთი მამაკაცი გამხდარა ცუდად… სასწრაფო წესით მოადგეს ტრაპი, სასწრაფო უკვე ელოდებოდა… ამოვიდნენ, ჩაიყვანეს… მერე გავიგე გარდაცვლილა… სავარაუდოდ გულით…

 

2 საათი გაჩერდა თვითმფრინავი და წამოვედით….დავფრინდით თურქეთში და ვენეციის რეისს ვეღარ მივუსწარით… მოგვცეს ახალი ბილეთი მეორე დღის რეისზე…. გადმომამბრძანეს სასტუმროში…. ასე მოვხვდი Istanbul-ში… ჩავრთე ინტერნეტი და მხვდება მესიჯები….

 

ჩემი და…ხათუნა….თამუნა….ნინო…..მაია…..რამდენი ჩამოვთვალო…. მეძებენ…..ძალიან დათრგუნული და შეშინებული ვიყავი, მაგრამ ამდენი ადამიანი რომ გეძებს და შენზე ნერვიულობს, როგორ გინდა ცუდად იყო,“ – წერს ირმა კაპანაძე.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X