
ათონის მთის მონასტერში ბერს კორონავირუსი დაუფიქსირდა. ინფორმაციას orthodox times ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბერი ქსენოფონტის მონასტერში მოღვაწეობდა. ამჟამად ბერი სალონიკში, ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორ ირკვევა, ბერი კიდევ რამდენიმე ბერ-მონაზონთან ერთად დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, იქიდან ჩამოსვლის შემდეგ კი კორონავირუსის ნიშნები დაუფიქსირდა. მონასტრის საძმოს კიდევ რამდენიმე წევრი ამჟამად საკუთარ სენაკებში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
უკვე ერთი კვირაა, რაც ათონის მთის კარი მომლოცველთათვის დახურულია.
რამდენიმე ხნის წინ კი, ერთ-ერთმა იტალიელმა პოლიგრიმმა ხელანდარის მონასტერში ყოფნის დროს კორონავირუსის სიმპტომები გამოავლინა. მომლოცველი ასევე ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მას ამ შემთხვევაში მხოლოდ გრიპის დიაგნოზი დაუსვეს.






















