12:44 | 2020-04-01 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ათონის მთაზე კორონავირუსი კიდევ 3 ბერს დაუდასტურდა

ათონის მთაზე კორონავირუსი კიდევ 3 ბერს დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი კიდევ 3 ათონელ ბერს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას reekcitytimes-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ისინი დიდ ბრიტანეთში იმ ბერთან ერთად მოგზაურობდნენ, რომელსაც COVID-19 29 მარტს დაუდგინდა.

 

მათი ასაკი 40-დან 55 წლამდეა. ისინი სალონიკში, AHEPA-ს ჰოსპიტალში მკურნალობენ.

 

ცნობისთვის, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 მარტს დაიხურა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X