
ათონის მთაზე მოღვაწე სასულიერო პირები, მომლოცველების არაკეთილსინდისიერებაზე ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი სასულიერო პირი ბერძნულ მედიასთან უპრეცენდენტო ფაქტის შესახებ საუბრობს.
როგორც ინტერვიუდან ირკვევა, რუმინელი მომლოცველები წმინდა ადგილზე მოსახვედრად ყალბ კოვიდპასპორტებს იყენებენ, ზოგიერთი კი ცხვირზე ანტისეპტიკურ საშუალებებს ისვამს, რათა სწრაფი ტესტის სწორად ჩატარებას ხელი შეუშალოს და პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი აჩვენოს.
„ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა ვაქცინაციის ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მაგრამ არიან ისეთებიც, ძირითადად რუმინეთიდან, რომლებიც ცხვირზე ანტისეპტიკურ ხსნარს ისვამენ და ტესტი უარყოფითი გამოდის. როდესაც ვაქცინირებული არ ხარ, ათონის მთაზე შესვლის წინაპირობაა გქონდეს გაკეთებული სწრაფი ტესტი. სწორედ ამიტომ მიმართავენ ამ გზას.“ – ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.
ცნობისთვის, ათონის მთაზე კორონავირუსით რამდენიმე ბერი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმე მდგომარეობაშია.






















