
პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „გირჩის“ ულტიმატუმს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია გამოეხმაურა.
„თქვენ კიდევ ამბობთ: „რას მიკეთებს გირჩი, პარაზიტები არიანო!“ ამაზე მეტი სიკეთე რა უნდა ქნას?! აცალეთ ამ პარტიას დინჯად, მოფიქრებულად, პუნქტობრივად ჩამოაყალიბონ ქვეყნის განვითარების მიმართულებები და ზუსტად გვეცოდინება საით არ უნდა წავიდეთ! პატარა საქმეა?!“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „გირჩის“ წარმომადგენლების თქმით, 7 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი, მზად არიან შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ისინი ძირითად აქცენტს აკეთებენ მარიხუანისა და იარაღის ლეგალიზებაზე.























