
პარლამენტში “სტრატეგია საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ ახალი ფრაქციის – “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ჩამოყალიბებას სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება.
„აწი ბავშვი რომ ეყოლოს, იმასაც შარლ მიშელს დაარქმევს ჭიჭე ვაშაძე ლენსტანბერივით.”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, რომელშიც გაერთიანებული არიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, „რესპუბლიკური პარტია” და დამოუკიდებელი დეპუტატები: ტარიელ ნაკაიძე და გრიგოლ ვაშაძე.
ფრაქცია პარლამენტში ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებმა წარადგინეს. ფრაქციას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ეწოდება.






















