20:51 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არ მოდუნებულა და მკვლელებს ყურადღებას არ მოაკლებს.

თამაზაშვილი მისი შვილის მკვლელებს ემუქრება და აცხადებს, რომ დანაშაულის დამფარავებს მკვლელებზე უარესი ცოდვა მიუძღვით.

“მკვლელებო!!!

არ გეგონოთ მოვდუნდი და დამავიწყდით. ნუ გეშინიათ ყურადღებას არ მოგაკლებთ. ისევე შეგისწავლით და იმ დროს ჩაგცემთ  გულში ლახვარს,როცა არ მოელოდებით.

 

დეა კაპანაძემ დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
2020-08-25დეა კაპანაძემ დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

 

როგორც თამუნას მოექეცით,რომელმაც არ იცოდა სიკვდილთან შესახვედრად თუ მიდიოდა. აქამდე თუ ჯოჯოხეთად გიქციეთ ცხოვრება აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით. თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ სატანებო!!! და თუკი ვინმემ რამე იცით და ხელს აფარებთ მკვლელებს, მაშინ მკვლელებზე უარესი ცოდვა მიგიძღვით” – წერს თეონა თამაზაშვილი.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ავტორი: Prime Time

X