18:42 | 2020-08-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
2020-06-11სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად მას ტურისტული დატვირთვაც ექნება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 409 998 ლარით დაფინანსდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X