15:12 | 2021-07-15 ავტორი: თამარ გონგაძე

აცრას ვაპირებდი… კოვიდი დამიდასტურდა – ზურა ხაჩიძე

აცრას ვაპირებდი… კოვიდი დამიდასტურდა – ზურა ხაჩიძე

“კოვიდი დამიდასტურდა. ორშაბათს ახალციხეში აცრას ვაპირებდი” – სოციალურ ქსელში წერს ზურა ხაჩიძე.

 

“მაქვს 38 სიცხე და ოფლიანობა” – გვითხრა ზურამ.

 

პანდემიური პაუზის შემდეგ, ზურა სამცხე-ჯავახეთში სამსახურს უნდა დაბრუნებოდა. თუმცა ვირუსმა, ცოტა ხნით, გეგმები შეუცვალა.

 

“ქუჩის ბიჭებს” ბათუმში კონცერტები დაგეგმილი აქვთ. თუმცა ზღვისპირა კლუბები ელოდებიან გადაწყვეტილებას, შეძლებენ თუ არა კონცერტების ჩატარებას.

 

“კონცერტების ჩატარება ადამიანების აცრაზეა დამოკიდებული. როგორც კი აიცრება მოსახლეობის დიდი ნაწილი, კონცერტებიც ჩატარდება. კლუბები ამასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 

რესტორნებს ღამის 12 საათამდე აქვთ მუშაობის უფლება. ჩვენ ბათუმის სანაპიროზე, კლუბ “სოჰოში” 11 კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. ვნახოთ…” – ამბობს ხაჩიძე.

ავტორი: თამარ გონგაძე

X