
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აცრის ტემპით კმაყოფილი არ არის.
მისივე თქმით, დღეში 35-40 000 აცრა უნდა ტარდებოდეს.
„მე პირადად, რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ თუ არა აცრის ტემპით და ეს არის ის სასურველი ტემპი, რაც საშუალებას მოგვცემდა, ეს კრიტიკული პერიოდის გადაგველახა, ნამდვილად არა, დაახლოებით 35-40 000 აცრა მაინც უნდა ტარდებოდეს დღის განმავლობაში, რომ გამოვიდეთ კრიზისული მდგომარეობიდან.
მეტი აქტივობაა საჭირო ბიზნესსექტორისგან, აკადემიურ გარემოში აქტივობის და ზოგადად მოქალაქეების ხელშეწყობის, რათა მეტი აცრა ჩატარდეს.
დღეს უკვე გაიხსნა იუსტიციის ცენტრში დასარეგისტრირებლად სერვისი და ყველა უნდა მივიდეს ასაცრელად“, – განაცხადა გაბუნიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:























