12:22 | 2020-04-17 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ათწლეულების განმავლობაში პირველად, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად დაეცა

ათწლეულების განმავლობაში პირველად, ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად დაეცა

კორონავირუსმა ჩინეთი ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო. მსოფლიოს მეორე, უმსხვილესი ეკონომიკა სერიოზულ დანაკარგებს განიცდის, რაც დასტურდება პანდემიის წინასწარი შეფასებებით.

 

„ჩინეთი დღეს მსოფლიო ეკონომიკის 17% იკავებს და მისი შემცირება, მთელ მსოფლიოზე მოახდენს გავლენას“ – წერს Wall Street Journal-ი.

 

ჩინეთის ეკონომიკა, 2020 წლის პირველ სამ თვეში, წინა წელთან შედარებით, 6,8%-ით შემცირდა. ამაზე მოწმობს ჩინეთის სტატისტიკური სამსახურის უწყება.

 

ეს ჩინეთის მშპ-ს ასეთი დაღმასვლის პირველი შემთხვევაა 1992 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთმა დაიწყო კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება.

 

გაზეთი Financial Times-ი, აღნიშნავს, რომ ეს 1970-იანი წლების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთმა აღიარა მშპ-ს ვარდნა.

 

ძირითად კაპიტალში ინვესტიციები 16,1%-ით დაეცა. საცალო გაყიდვები მარტში 15.8% -ით შემცირდა,  ხოლო ინდუსტრიული წარმოება 1,1%-ით.

 

სტატისტიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ პანდემიას ჩინეთის ეკონომიკაზე მოკლევადიანი გავლენა აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ეკონომიკის ზრდაზე არ იმოქმედებს.

 

ამავე თემაზე იხილეთ:

 

ახალი „დიდი დეპრესია?“ – რა ელოდება მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გამო; 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X