15:21 | 2021-09-05 ავტორი: Prime Time

აუცილებელია რომ სტუდენტები იყვნენ აცრილები – ამირან გამყრელიძე

აუცილებელია რომ სტუდენტები იყვნენ აცრილები – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტხრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, როგორც სკოლებში ასევე უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებისთვის აუცილებელია, რომ მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა აცრილი იყოს.

 

მისივე თქმით, თუ მშობელს სურთ, რომ ბავში სკოლაში დადიოდეს თავადაც უნდა აიცრას.

 

“სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში – სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა.

 

გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2-თან” საუბარში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X