22:48 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ აანაზღაურებს – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი

აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ აანაზღაურებს – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა კულუმბეგოვი

საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ამ ფაქტს ქართველი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ქვეყანაში უკვე მოქმედების დროა.

 

რამდენად საშიშია და რა ვიცით „გიიენ-ბარეს“ სინდრომის შესახებ (მიმოხილვა)
2021-07-13რამდენად საშიშია და რა ვიცით „გიიენ-ბარეს“ სინდრომის შესახებ (მიმოხილვა)

 

„აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ აანაზღაურებს!

 

ასევე კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერტიფიკატი ან PCR ტესტის პასუხი.

 

ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკეთებელია. მგონი დროა ვიმოქმედოთ, აიცერი და იყავი დაცული“,- ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X