23:22 | 2020-06-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ავარია გორში – ავტომობილი ქალს და მის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა

ავარია გორში – ავტომობილი ქალს და მის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორში ერთი ადამიანი დაშავდა.

 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

 

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, რომელმაც დაშავებული ქალი „გორმედის“ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მოპედი ჯერ მანქანას დაეჯახა და შემდეგ ქვეითს - მძიმე ავარია რუსთავში
2020-06-06მოპედი ჯერ მანქანას დაეჯახა და შემდეგ ქვეითს - მძიმე ავარია რუსთავში

 

როგორც თვითმხილველები ყვებიან მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ზებრაზე გადადიოდნენ, რა დროსაც ტოიოტას მარკის ავტომობილი ქალს დაეჯახა. ბავშვი მსუბუქად დაშავდა

 

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X