
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი საავტომობილო მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ამ წუთებში საავტომობილო მაგისტრალზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მოხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























