
ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ნოჯიხევთან მომხდარ ავარიას ორი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შსს-ს ცნობით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით.
ორივე ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: თეა შონია























