19:24 | 2020-06-22 ავტორი: თამთა თორდია

ავარია ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე – არიან დაშავებულები

ავარია ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე – არიან დაშავებულები

სამი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე.

„მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო, იცოდე, ყველაფერი უფლისგან არისო!“ - ლაშა ღლონტი ქართულ კულტურაზე
2020-06-19„მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო, იცოდე, ყველაფერი უფლისგან არისო!“ - ლაშა ღლონტი ქართულ კულტურაზე

 

 

ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და ჟიგულის მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამარშრუტო ტაქსი რამდენჯერმე ამობრუნდა. მსუბუქი ავტომობილი კი დაიმტვრა.

 

სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი მგზავრები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

 

საავადმყოფოში არიან გადაყვანილი ავტომანქანების მძღოლებიც.

 

დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული. პირველად სამედიცინო დახმარებას მედიკოსები, მგზავრებს, ამ წუთებში უტარებენ.

 

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თამთა თორდია

X