10:52 | 2021-07-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ავარია თელავის მუნიციპალიტეტში – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი

ავარია თელავის მუნიციპალიტეტში – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.

 

შემთხვევა, ღამით სოფელ კისისხევში მოხდა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მყოფ 40 წლის ქალს შეეჯახა.

 

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

 

ექიმების განმარტებით, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა მიღებული.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X