15:39 | 2020-06-16 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ავარიაში მოჰყვა და სამოდელო სამყაროს ჩამოცილდა – სად არის და როგორ ცხოვრობს დღეს “მის თბილისი 1999”?

ავარიაში მოჰყვა და სამოდელო სამყაროს ჩამოცილდა – სად არის და როგორ ცხოვრობს დღეს “მის თბილისი 1999”?

ჩვენი ქვეყანა ლამაზი მანდილოსნებით გამორჩეულია, რასაც უცხო ქვეყნებიც აღიარებენ. სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ, ყოფილი მოდელის ნინო ჩქარეულის საარქივო ვიდეო გამოაქვეყნა.

 

“1999 წელი, თბილისი.

ნინო ჩქარეული, ეს ვიდეო, სრულიად შემთხვევით, აღმოვაჩინე.. სად არის ეს გოგო?? ისე გაუჩინარდა, დღემდე არაფერი მსმენია, არადა, მსგავსი სილამაზის მოდელი, არც მაშინ და არც მერე, თბილისს არ ახსოვს.
სპორტის სასახლესთან, ერთ ოთახიან ბინაშიცხოვრობდა, ჰყავდა ერთი, პატარა ძაღლი, რომელმაც სარკე გაუტეხა და ძალიან დარდობდა, ვერ გამოვცვალეო…
ერთი პერიოდი საუბრობდნენ, რომ თითქოს, ავტო ავარიაში მოჰყვა და სამოდელო სამყაროს ჩამოცილდა.
არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელად არის და მსურს, მივაწოდო ვიდეო არქივი, რომელიც მას ეკუთნის.
ეს კადრებიც გადაღებულია ჩემი ოპერატორის მიერ, როცა სტუდენტურ მოკლემეტრაჟიან ფილმზე ვმუშაობდი…” – წერს ირაკლი მამალაძე.
ნინო ჩქარეული სამოდელო სააგენტო “ნატალის” მოდელი იყო და ქართული პოდიუმის გამორჩეული სახე გახლდათ.
1999 წელს, ნინომ “მის თბილისის” ტიტულის მფლობელი გახდა.
მოდელი წლების წინ ავარიაში მოჰყვა, რა დროსაც სახე დაიზიანა, თუმცა ამის მიუხედავად პოდიუმზე მაინც გამოდიოდა.
“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, სად არის და რას საქმიანობს დღეს, უმშვენიერესი ყოფილი მოდელი.
ნინო ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, ის ქმრის გვარზე გადავიდა და ახლა ჩქარეული-მდივანის გვარს ატარებს.
მას ორი შვილი ჰყავს, გიორგი და ელისაბედი. მოდელობას ნინომ ამერიკაში წასვლის შემდეგ თავი დაანება და ახლა ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობს.
ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X