19:32 | 2021-11-30 ავტორი: Prime Time

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდას ოჯახი დახმარებას ითხოვს

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდას ოჯახი დახმარებას ითხოვს

სიღნაღი – ანაგის დამაკავშირებელ გზაზე, 26 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს.

არ დაგავიწყდეთ, კოვიდის დელტა ვარიანტი დომინანტური შტამია! - ბიძინა კულუმბეგოვი
2021-11-30არ დაგავიწყდეთ, კოვიდის დელტა ვარიანტი დომინანტური შტამია! - ბიძინა კულუმბეგოვი

 

ახლობლების ინფორმაციით, 19 წლის გიორგი ჯავახიშვილს, ძვირადღირებული მკურნალობა, წამლები და ოპერაცია სჭირდება, რის შესაძლებლობაც მის ოჯახს არ აქვს.

 

ამ დროისათვის დაშავებული ახალგაზრდა, ქართულ- ჰოლანდიური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მრავლობითი მოტეხილობებითა და ქალა- ტვინის ტრავმით იმყოფება. ექიმებმა ჯავახიშვილს ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. ექვსი ქირურგიული ჩარევა განხორციელდა ავარიის შედეგად დაზიანებულ კიდურებზეც.

 

მედიკამენტებისა და შეუფერხებელი მკურნალობისათვის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი მგზავრიდან, სამი უკვე გარდაიცვალა. გარდაცვლილები 19- დან 23 წლის ასაკის ახალგაზრდები არიან.

 

რეანიმაციაში მყოფი ახალგაზრდის დასახმარებლად სოციალურ ქსელში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც დახმარებისათვის საჭირო თანხების მობილიზაცია მიმდინარეობს.

 

გახსნილია ანგარიშები ბანკშიც.

 

BOG:
Paypal:
djavakhishvili111@gmail.com
მიმღები: დავით ჯავახიშვილი
ტელეფონი: 551159191

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: Prime Time

X