21:22 | 2021-08-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ავღანეთის სახელმწიფოს თალიბანმა სახელი შეუცვალა

ავღანეთის სახელმწიფოს თალიბანმა სახელი შეუცვალა

ავღანეთი თალიბანმა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. ამის შესახებ დეკლარაცია დაჯგუფების პრეს-სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

 

სოფელ ყარაჯალაში, ნათესავებმა 14 წლის შშმ პირი, ქუჩაში დატოვეს
2021-08-19სოფელ ყარაჯალაში, ნათესავებმა 14 წლის შშმ პირი, ქუჩაში დატოვეს

 

„აშშ-ზე გამარჯვების დეკლარირებით დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ის ბრიტანეთის მმართველობისგან გათავისუფლების 102 წლისთავს უკავშირდება“, – ნათქვამია თალიბანის წარმომადგენლის ტვიტში.

 

ავღანეთის ისლამურ საამიროს, როგორც ქვეყნის სახელს თალიბანი 1996-2001 წლებშიც იყენებდა, როდესაც ქვეყანას თავად მართავდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X