14:29 | 2021-01-02 ავტორი: ამუკა ქორიძე

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ავღანეთში მეხუთე ჟურნალისტი მოკლეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ავღანეთში მეხუთე ჟურნალისტი მოკლეს

მორიგი ავღანური სისასტიკე. გჰორის პროვინციაში, ჟურნალისტი ბისმალაჰ აიმაქი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ადგილობრივი რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში, ავღანეთში მოკლეს. ინფრომაციას BBC ავრცელებს.

 

წყაროს მიხედვით, აიმაქის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, მისი მკვლელობა ერთხელ უკვე სცადეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდამსხმელთა სამიზნეში ჟურნალისტებთან ერთად, ადამიანთა უფლებათა დამცველი კამპანიის ავღანელი მონაწილეები და მთავრობის მომხრე ფიგურებიც იყვნენ

 

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებმა და ავღანეთის მთავრობამ კონკრეტულ საკითხებზე გარკვეულ პროგრესს უკვე მიაღწიეს, ცეცხლის შეწყვეტაზე ან ძალაუფლების გადანაწილებაზე საუბარი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. უნდა ითქვას ისიც, რომ მოლაპარაკებები ორივე მხარეს შორის შემდეგ კვირას უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამის მიუხედავად, ძალადობრივ ქმედებებს დასასრული მაინც არ უჩანს.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X