13:15 | 2020-01-08 ავტორი: Prime Time

ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილთა შორის 147 ირანელია – IRNA

ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილთა შორის 147 ირანელია – IRNA

ირანში ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილთა შორის 147 ირანელი, 32 კი სხვა ეროვნების მოქალაქეა – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაცია სააგენტო IRNA საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელზე, პირ ჰოსეინ კულივანდზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის ადგილზე 40-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს და უკვე დასრულებულია ცხედრების გამოყვანის ოპერაცია.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას თეირანის მახლობლად უკრაინული სამგზავრო ბოინგი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟს წევრები დაიღუპნენ.

ავტორი: Prime Time

X