
გადაცემა “ფარული კონვერტის” წამყვანის, ია ფარულავას მამიდის ცხედარი თბილისში დღეს უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცხედრის ტრანსპორტირება ამერიკიდან სტამბოლის აეროპორტში მოხდა, თურქეთიდან კი თბილისში მხოლოდ საბუთები გამოიგზავნა.
როგორც მსახიობი და ტელეწამყვანი ჰყვება, ჭირისუფლები დილიდან ცდილობენ გაარკვიონ, რატომ ვერ უზრუნველყო კომპანია “ლასარემ” ცხედრის სტამბოლიდან თბილისში ჩამოსვენება. რეისს ავიაკომპანია “თურქიში” ასრულებდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ ცხედრის ამერიკიდან თბილისში გადმოსვენებაში ამერიკაში საქართველოს საელჩო დაეხმარა.
ავიაკომპანიის წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.
წყარო: რუსთავი 2






















