
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებს, ავიცრათ იმისათვის, რომ ჩვენ ახლობლებს არ მოუწიოთ ჩვენი გამოტირება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები უნდა აიცრან, დღეს ეს არის მთავარი.
„მიმაჩნია, რომ არასაკმარისია ეს ტემპი ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებს, ავიცრათ იმისათვის, რომ ჩვენ ახლობლებს არ მოუწიოთ ჩვენი გამოტირება. მოწოდება ეს არის ისევ პირბადე, რომელიც იცავს “ომიკრონისგანაც” და სხვა ვარიანტებისგანაც. ადამიანები უნდა აიცრან, დღეს ეს არის მთავარი,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.






















