20:55 | 2021-07-02 ავტორი: Prime Time

ავიცრათ იმით რა ვაქცინაც მოგვეპოვება, აუცრელობაზე დიდი შეცდომა საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე არ არსებობს! – ბიძინა კულუმბეგოვი

ავიცრათ იმით რა ვაქცინაც მოგვეპოვება, აუცრელობაზე დიდი შეცდომა საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე არ არსებობს! – ბიძინა კულუმბეგოვი

აუცრელობაზე დიდი შეცდომა საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე არ არსებობს!, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება 3 ივლისიდან „სინოფარმზე“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

„ყველა მეკითხებოდა სადაა ვაქცინაო? აი ბატონო დადგა ეს დროც, აქაა ვაქცინა. ეხლა მთავარია ავიცრათ იმით რა ვაქცინაც მოგვეპოვება, რადგან აუცრელობაზე დიდი შეცდომა საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე არ არსებობს!” , – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სინოფარმზე“ რეგისტრაცია“ ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება და რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“. ხოლო მოგვიანებით კი ვაქცინაციის პროცესი „ფაიზერით” გაფართოვდება.

 

ასევე ნახეთ: “ჩემს კლინიკაში ერთმა ავადმყოფმა 80 კაცი მოგვცელა” – ანზორ მელია რეგულაციების მოხსნას აკრიტიკებს

ავტორი: Prime Time

X