14:39 | 2021-04-16 ავტორი: Prime Time

ავლაბარში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

ავლაბარში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

„კურიერის“ ინფორმაციით, ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი 28 წლის ნიკა წურწუმიაა. იგი ზუგდიდში ცხოვრობს. უცნობია, როდის ჩამოვიდა იგი თბილისში.

 

ამასთან, სავარაუდოდ, შეიარაღებული იყო პნევმატური იარაღით, რომელიც მან იქვე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა.

 

ბანკზე თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. საპატრულო დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ნახეთ ვიდეო – შეირაღებული პირის განეიტრალების კადრები

 

 

ბანკში ერთი თავდამსხმელი იყო - ვაჟა სირაძე
2021-04-16ბანკში ერთი თავდამსხმელი იყო - ვაჟა სირაძე
ავტორი: Prime Time

X