14:45 | 2020-01-06 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ავსტრალიაში დაღუპული მეხანძრის 2 წლის შვილს მედალი გადასცეს

ავსტრალიაში დაღუპული მეხანძრის 2 წლის შვილს მედალი გადასცეს

ავსტრალიაში ტყის ხანძრების დროს დაღუპული მოხალისე მეხანძრის შვილს, ვაჟკაცობის მედალი მამის პატივსაცემად გადასცეს.

 

2 წლის ჰარვი კიტონს სპეციალური უნიფორმა ეცვა, როდესაც მას გულმკერდზე მედალი დაჰკიდეს. ათობით მეხანძრე ფეხზე წამოდგა, როდესაც მამის კუბოსთან შვილი შემოიყვანეს.

 

ავსტრალიაში უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან ხანძრებს. ამ დროისთვის 8 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დანგრეულია 700-მდე სახლში და დამწვარი 3 მილიონამდე ჰექტარი. ხანძარს  ავსტრალიის 5 შტატში ებრძვიან.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X