
ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტის, ბუნებაზე მრავალი ფილმის ავტორის, სტივ ირვინის შვილები მამის მსგავსად ველური ბუნების გადასარჩენად ძალისხმევას არ იშურებენ.
სტივის ქალიშვილი, ბინდი ირვინი და მისი ძმა, რობერტი ავსტრალიაში, ხანძრის შედეგად დაშავებულ 90 000-ზე მეტ ცხოველს მკურნალობდნენ.
„ჩემმა მშობლებმა ავსტრალიის ზოოპარკის ველური ბუნების საავადმყოფო ჩემს მშვენიერ ბებიას მიუძღვნეს. ველური ბუნების დასაცავად ვაგრძელებთ ბრძოლას და გვინდა, რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – ამბობს ბინდი.
ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის გამო 24 ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
ხანძარმა 1 200-ზე მეტი სახლი და ხუთ მილიონზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. ამასთან ერთად, ხანძრების შედეგად დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი.






















