00:42 | 2020-11-25 ავტორი: Prime Time

ავსტრალიელი მეხანძრეების ტრადიციული კალენდარი 2021 – (ფოტოები)

ავსტრალიელი მეხანძრეების ტრადიციული კალენდარი 2021 – (ფოტოები)

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კალენდარი 27-წლიან ტრადიციას აგრძელებს.

 

ავსტრალიისთვის 2019-2020 წლები არც ისე მარტივი იყო. გლობალური პანდემიის გარდა, ფართომასშტაბიანმა ხანძრებმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ფლორა-ფაუნას, რის გამოც კატაკლიზმებს მილიარდამდე ცხოველიც ემსხვერპლა.

 

სიტუაციიდან გამომდინარე, პროექტში მონაწილე მეხანძრეებისა და კალენდრის შემქმნელის – დევიდ როჯერსის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2021 წლის კალენდრის თემატიკად ველური ბუნება შეირჩა.

 

ამ წელს 6 კალენდარი გამოვა, რომელთაგან ორი დანარჩენებისაგან განსხვავებული იქნება. Hero კალენდარი მიზნად ისახავს, იმ ავსტრალიელი მეხანძრეების პატივისცემას, რომლებიც უდიდესი კრიზისის დასაძლევად თავიანთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკავდნენ. Animal Lovers კი, ავსტრალიურ ველურ ბუნებას ფართო სპექტრში, ცხოველების საყვარელ ფოტოებთან ერთად წარმოაჩენს.

 

 

ამასთან ერთად, პოპულარული კატებისა და ძაღლების კალენდარიც ბრუნდება, თუმცა კოვიდშეზღუდვების გამო, ფოტომოდელებს თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად მოუწიათ გადასაღებ მოედანზე, კამერის წინ პოზიორობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ფოტონაკრებით შემოსული თანხებით დახმარება გაეწევათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც სისტემატურად ცდილობენ სახლი უპოვონ უპატრონო და უსახლკარო ცხოველებს.

 

 

წლევანდელ Animal Lovers კალენდარს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე. 2021 წლის ვერსიით შემოსული თანხები, ხანძრისას დასახიჩრებული და ტრამვირებული ცხოველების დასახმარებლად შეგროვდება. წინა წლის გაყიდული კალენდრებით მოგროვებული თანხით კი, პროექტის ავტორებმა ვეტერინარი მაიკლ პეინისა და მისი ჯგუფისათვის ახალი აღჭურვილობა შეიძინეს, რათა მათ დიდი რაოდენობით კოალების, კენგურუებისა და სხვა ცხოველების გადარჩენაში დახმარებოდნენ.

 

 

წლევანდელი კალენდრების გაყიდვიდან შემოსული ფულით ასევე დაფინანსდება დოქტორი სტეფენ ვან მილისა და მისი ჯგუფის წამოწყება. პროექტი ავსტრალიის პირველ მობილურ საავადმყოფოს გულისხმობს, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი იქნება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა ნებისმიერ ადგილას.

 

 

ზემოთ ხსნებულთან ერთად, 2021 წლის კალენდრის გაყიდვიდან შემოსული თანხებით არაერთ ადგილობრივ ორგანიზაციასაც დაეხმარებიან. სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომელთა მთავარ მიზანიც ავსტრალიის ველურ ბუნებაზე ზრუნვა წარმოადგენს, მაგალითად: Native Animal Rescue – Western Australia, Wildcare Inc – Northern Territory, Safe Haven Animal Rescue – Queensland, RACQ – Queensland, Rural Aid – Australia და Kids with Cancer Foundation – Australia.

 

 

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X