21:00 | 2021-07-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვნეს.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

 

რას ამბობდა გარდაცვლილი ავსტრალიელი საქართველოზე, რომელიც ძალიან მოსწონდა
2021-07-31რას ამბობდა გარდაცვლილი ავსტრალიელი საქართველოზე, რომელიც ძალიან მოსწონდა

 

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.

 

მდინარე ინწრაში 34 წლის მამაკაცი დაიხრჩო
2021-07-31მდინარე ინწრაში 34 წლის მამაკაცი დაიხრჩო

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X