23:40 | 2021-07-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

ავსტრალიელი ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გამოასვენეს

ავსტრალიელი ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გამოასვენეს

ავსტრალიელი ქალის ცხედარი ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან გამოასვენეს.

 

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, რა სახის დაზიანებები აქვს ქალს და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიება, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

 

შეგახსენებთ, მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ქალს მეგობრები მეორე დღეა ეძებდნენ. არსებული ინდორმაციით, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X