11:48 | 2020-01-06 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ავსტრალიის ხანძრების დროს წინასწარი პროგნოზით 480 მილიონამდე ცხოველი დაიღუპა

ავსტრალიის ხანძრების დროს წინასწარი პროგნოზით 480 მილიონამდე ცხოველი დაიღუპა

ავსტრალიაში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ იწვის ტყეები და მათი ბინადრები. სიდნეის უნივერსიტეტის ეკოლოგები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ხანძრების შედეგად 480 მილიონამდე ძუძუმწოვარი, ქვეწარმავალი და ფრინველი დაიღუპა. ბევრი ცხოველი ცოცხლად დაიწვა, ხოლო ზოგი ევთანაზიით მოაკვდინეს, რადგან მათი დამწვრობების ხარისხი გაუსაძლისი იყო.

 

ავსტრალიაში უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან ხანძრებს. ამ დროისთვის 12 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დანგრეულია 700-მდე სახლი და დამწვარი 3 მილიონამდე ჰექტარი. ხანძარს ავსტრალიის 5 შტატში ებრძვიან.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X