
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს პიტერ დუტონს კორონავისური დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც დუტონმა განაცხადა, მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა და ტესტის ჩატარება გადაწყვიტა.
ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ, მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 123 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.






















