17:23 | 2020-07-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ავსტრიაში ცნობილი ქართველი მოქანდაკის მიერ შექმნილი ძეგლი დადგეს

ავსტრიაში ცნობილი ქართველი მოქანდაკის მიერ შექმნილი ძეგლი დადგეს

საქველმოქმედო არასამთავრობო ორგანიზაცია SOS Children Village International-ი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ავსტრიელი ფილანთროფის ჰერმან გმაინერის ძეგლის შესახებ, რომლიც ცნობილი ქართველი მოქანდაკის შექმნილია.

 

მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი ქანდაკება ავსტრიაში აღმართეს, რომელსაც ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

 

 

„იცოდით, რომ ავსტრიის ქალაქ იმსტში, სადაც პირველი ბავშვთა სოფელი აშენდა, დგას ჰერმან გმაინერის ძეგლი, რომელიც ცნობილი ქართველი მოქანდაკის – მერაბ ბერძენიშვილის შექმნილია?

 

ეს ძეგლი საჩუქრად გადაეცა ავსტრიას, როგორც სიყვარულის და მადლიერების ნიშანი მსოფლიო მნიშვნელობის კეთილი საქმის კეთებისთვის.

 

ჩვენთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს ამ ქანდაკებას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა!“ – წერს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

 

 

ქართველმა ტენორმა რუსეთის ელჩი პარიზის ოპერიდან გააძევა
2020-09-16ქართველმა ტენორმა რუსეთის ელჩი პარიზის ოპერიდან გააძევა

 

SOS Children’s Villages International-ი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციის სახით.

 

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X