17:02 | 2020-09-29 ავტორი: თამთა თორდია

ავტობანზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავტობანზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ავარიის შედეგად სოფელ შავშვებთან, ავტობანზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მძიმედ დაშავდა.

 

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

 

ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

 

ბოლო 1 თვეში აღნიშნულ ტერიტორიაზე ეს უკვე მეორე ავარიაა, რომელიც გარდაცვალებით დასრულდა.

 

ცხედარს სამმა ავტომობილმა გადაუარა, მხოლოდ მეოთხემ გააჩერა – შემზარავი ავარია შავშებთან

ავტორი: თამთა თორდია

X