
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელი იყო შემთხვევების რაოდენობის მატება.
„გუშინ და გუშინწინ ახალ შემთხვევათა შედარებითი მატება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ. მეორე მხრივ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელი იყო და არის, შემთხვევების რაოდენობამ იმატოს. მაგრამ ეს მატება არის და იქნება მართვადი
ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. გუშინ როცა ქალაქში გადავაადგილდებოდი, ვაკვირდებოდი, რამდენად დაცულია წესები და გამიხარდა, რომ ავტობუსებში პატიოსნად ხდება წესების დაცვა, თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის ბოლო მონაცემები:
საქართველოში კორონავირუსი 757 შემთხვევა დადასტურდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 600 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 250 პირს აკვირდებიან.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.























