16:42 | 2020-05-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ავტობუსებში მგზავრების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება – სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი

ავტობუსებში მგზავრების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება – სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის გენერალური დირექტორის თქმით, ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.

 

როგორც გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, რომელსაც კონდუქტორები გააკონტროლებენ, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განახორციელებენ მონიტორინგს.

 

„მაგალითად, მეტროს შემთხვევაში, შესასვლელშივე პატრულის თანამშრომლები უზრუნველყოფენ პირბადეებიანი მგზავრების დაშვებას, ხოლო ავტობუსების შემთხვევაში კონდუქტორები მოუწოდებენ მგზავრებს გაიკეთონ პირბადეები.

 

მონიშნეთ დასაჯდომი ადგილები! - რეკომენდაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისას
2020-05-27მონიშნეთ დასაჯდომი ადგილები! - რეკომენდაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისას

 

დავაკვირდებით მგზავრთა ნაკადის სიდიდეს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული, მაქსიმალურად ვეცდებით, მგზავრთა ნაკადის რაოდენობიდან გამომდინარე ტრანსპორტის მაქსიმალური რაოდენობა გამოვიყვანოთ, რომ სიხალვათე იყოს.

 

ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრთნაკადის რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. რაც შეეხება დეზინფექციას, სადეზინფექციო საშუალებებით ვამუშავებთ და საგანგებო სიტუაციამდეც ვამუშავებდით ყოველდღიურად ავტობუსებს, რომლებიც ქალაქში მოძრაობდნენ“, – განაცხადა გიორგი შარკოვამ.

 

ნახეთ, ჩამონათვალი, რა შეზღუდვები იხსნება მომავალი ორი კვირის განამვლობაში:

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

 

მიკროავტობუსებით გადაადგილება დასაშვები ხდება

 

რეკომენდაციები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისას

 

მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან

 

როდიდან ამუშავდება სასტუმროები – გახარია თარიღს ასახელებს

 

ნახეთ, როდის იხსნება რესტორნები

 

ორშაბათიდან მოლები გაიხსნება – გიორგი გახარია

 

შეზღუდვები იხსნება, თუმცა… – რის უფლება არ გვეძლევა ჯერ

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X