
სოფელ ბარისახოში დუშეთის მერის წარმომადგენლის, მზექალა არაბულის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მანქანას შეეჯახა და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
„მანქანას არის დაჯახებული და ხევშია გადავარდნილი დიდი სიმაღლიდან, მეორე მანქანა არ გადავარდნილა“, – განაცხადა მზექალა არაბულმა „რუსთავი 2“-თან.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 12, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები სხვა შესაძლო მგზავრებს ეძებენ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული დაშავებულთა, ან გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.























