
უბედურ შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა მორაგბე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რაგბის კავშირი“ ავრცელებს.
„6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოკატასტროფაში, ტრაგიკულად გარდაიცვალა რუსთავის ხარების 23 წლის კვაჭი ნიკა კევლიშვილი.
ქართული სარაგბო თემის სახელით ვუსამძიმრებთ ნიკას ოჯაღს და ვიზიარებთ მათ ტკივილს“, – წერს რაგბის კავშირი.






















