19:24 | 2021-04-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ავტომანქანა გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა“ – დეტალები გურჯაანის ავარიაზე

„ავტომანქანა გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა“ – დეტალები გურჯაანის ავარიაზე

ორი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების დროს ერთ-ერთი ავტომანქანა გადაბრუნდა მგზავრები ქვეშ მოიყოლა. შემთხვევის ადგილზე 40 წლამდე ასაკის ქალი და 25 წლამდე მამაკაცი დაიღუპნენ.

 

საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზები კოვიდ 19-ს ვაქცინაციის წინ - არჩილ მარშანიას რჩევები
2021-04-11საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზები კოვიდ 19-ს ვაქცინაციის წინ - არჩილ მარშანიას რჩევები

 

დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა.

 

შემთხვევის ადგილზე პილიცია და მაშველები არიან მობილიზებული.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X