
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყავთ, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.
სოფლის მაცხოვრებლებმა ავტმობილიდან დაშავებულის გადმოყვანა და ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახნძრო-სამაშველო სამსახური.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: თეა შონია
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























