15:03 | 2020-05-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ავტომობილი დაეჯახა და ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა – რა მოხდა ბათუმში

ავტომობილი დაეჯახა და ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა – რა მოხდა ბათუმში

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას ajaratv ავრცელებს.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზე იდგა, როდესაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.

 

პირველი ავარია კომენდანტის გაუქმების შემდეგ! - ავტომობილი ველოსიპედისტს შეეეჯახა
2020-05-23პირველი ავარია კომენდანტის გაუქმების შემდეგ! - ავტომობილი ველოსიპედისტს შეეეჯახა

 

მოქალაქეები ყვებიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X