
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო პირობების გათვალისწინებით, აიკრძალა 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ამასთან, ავტომობილით მხოლოდ სამი მგზავრის გადაადგილებაა შესაძლებელი. მათგან ერთ-ერთი მძღოლია.
მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა იკრძალება.
ამ აკრძალვის მიზეზებს „პრაიმტაიმთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს:
„მგზავრის ჯდომა წინ მომატებული საფრთხეა მძღოლისთვის. შეიძლება დაუჯდეს ვინმე ინფიცირებული და ამიტომ არ შეიძლება. მეორე მხრივ, ხომ შეიძლება მძღოლი იყოს ინფიცირებული. უფრო მეტად ეს რეკომენდაცია მძღოლისთვის იქნა გაცემული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის:
- 1 აპრილის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ამავე თემაზე:























