
გავრცელებული ინფორმაციით, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კომბინატის დასახლებაში მანქანა ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭს დაეჯახა.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“პრაიმტაიმი” დამატებითი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.























